გადაცემაში “ნიკოლოზის კითხვები” მომღერალი თამუნა ამონაშვილი იყო მორიგი სტუმარი და გულახდილად ისაუბრა პირად ცხოვრებაზე. იმაზე, თუ როგორ შექმნა ოჯახი და ასევე, რას ნანობს ამ გადმოსახედიდან.
ოჯახი 14 წლის წინ შექმნა რეჟისორ რეზიკო არჩვაძესთან, რომელიც ლალი ტოტიკაშვილმა გააცნო, მათი საერთო კლიპის გადაღების დროს. რეზიკო მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოუტყდა თამუნას სიყვარულში და მოგვიანებით დაქორწინებაც გადაწყვიტეს. თუმცა თამუნა ნანობს, რომ დროულად არ იფიქრა იმ ბედნიერებაზე, რასაც შვილი ჰქვია.
“ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ოჯახი პირველია. უნდა მივილტვოდეთ ადამიანები კარგი ოჯახის შექმნისკენ. ყველაზე დიდი სიამოვნება და ბედნიერება არის ეს, ამის შემდეგ არის შენი პროფესია. მაგრამ ახალგაზრდობაში ამას ვერ ვაცნობიერებდ, მეგონა, რომ ჩემი საქმე იყო ყველაფერი. ამ საქმეებში გავიდა პერიოდი და შვილი, რომელიც ყველაზე დიდი ბედნიერებაა მიწიერ ცხოვრებაში, ამის საშუალება აღარ გეძლევა… სამწუხაროდ, ჩემთან ასე მოხდა. ამას ძალიან ვნანობ…” – ამბობს თამუნა