მედიცინის დოქტორი კოტე თოდუა საკუთარ იუთუბ-არხზე დეტალურად ხსნის, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ კვების დროს, რომ წონაში დავიკლოთ:
– წონაში კლების მთავარ პრინციპს, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა, კალორიების გათვალისწინებაა. კალორია ენერგიაა. გარკვეულ ენერგიას ვიღებთ, რაღაც ენერგიას ვხარჯავთ. იმისათვის, რომ წონაში დავიკლოთ, უნდა დავხარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე ვიღებთ. ენერგიას ვიღებთ საჭმლით, ხოლო ვხარჯავთ ფიზიკური აქტივობით. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ გოგონა, რომელიც 170 სმ და 70 კილოგრამია. ამ ადამიანმა, რომ არც მოიმატოს და არც დაიკლოს, 4 სტანდარტული ბურგერი შეუძლია, დღის განმავლობაში შეჭამოს. ამ მაგალითში, სხვა არაფერი არ უნდა შეჭამოს. ეს, დაახლოებით, 2000 კალორიაა. საშუალო ზომის ადამიანი თუ დღის განმავლობაში 2000 კალორიას მიიღებს, არც მოიმატებს წონაში და არც დაიკლებს. ეს, დაახლოებით, როგორც ვთქვი, 4 ბურგერია. თუ მოცემულ მაგალითში, გოგონას სურს, რომ წონაში მოიმატოს, დღეში 5 ბურგერი უნდა შეჭამოს. ასეთ შემთხვევაში, ეს ადამიანი კვირაში, დაახლოებით, 500 გრამს მოიმატებს. თუ ამ ადამიანს სურს, რომ წონაში დაიკლოს, დღეში 3 ბურგერი უნდა ჭამოს და კვირაში, დაახლოებით, ასევე 500 გრამს დაიკლებს. ანუ, როგორც კი ეს გოგონაში დღეში 2500 კალორიის მიღებას იწყებს, წონაში იმატებს. როგორც კი ულუფას შეამცირებს და 1500 კალორიას მიიღებს, კლებას იწყებს. ეს არის წონაში კლების მათემატიკა.
არის შეკითხვა: “დღეში 3 ნაჭერი ნამცხვარი რომ შევჭამო, დავიკლებ?“ – კი, დაიკლებ… თუ ნებისყოფა გეყოფა და დღის განმავლობაში მხოლოდ 3 ნაჭერ ნამცხვარს შეჭამ, დაიკლებ. უბრალოდ, ძალიან ძნელი იქნება. დიდი ხნის განმავლობაში რომ ნამცხვრები ჭამო, ამისთვის ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო. თუ შეძლებ, მაშინ დაიკლებ. ფიზიკის კანონების მიხედვით დაიკლებ, მაგრამ ადამიანურად ძალიან გაგიჭირდება. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ვჭამთ.