მომღერალი ზუკა ხუციშვილი და მისი მეუღლე, ქეთუშა მანიჟაშვილი პირველი ვაჟის მშობლები გახდნენ.
პატარას, ზუკას მამის სახელი, გიორგი დაარქვეს. სასიხარულო ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. წყვილი და გიორგი ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე კი მილოცვებს იღებს.
“პატარა გიო ხუციშვილს გაუმარჯოს! 25/06/2024; 10:55… “ურააა“ – წერს ირინა ჯორჯაძე.
სასიხარულო სიახლის შესახებ წერს ნინა ანდრონიკაშვილიც და ოჯახს გიო ხუციშვილი უმცროსის დაბადებას ულოცავს:
“გიო ხუციშვილი უმცროსის მობრძანებას გაუმარჯოს, ვაშა!“ – წერს ნინა ანდრონიკაშვილი.
ზუკა ხუციშვილი მის რჩეულზე 2017 წელს დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს სკოლიდან იცნობენ. მათ გრანდიოზულ ქორწილზე, რომელიც მცხეთაში, რესტორან “გუჯარში” გადაიხადეს, მედია აქტიურად წერდა.
მშობლებმა ვაჟს სახელი ზუკას მამის, გიორგი ხუციშვილის პატივსაცემად შეურჩიეს. მომღერალი 2018 წელს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ფილარმონიასთან მისი ვარსკვლავი გაიხსნა.