კვარაცხელიას სადებიუტო გოლი ევროპის ჩემპიონატზე და ემოციები, VIDEO

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა.

გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.