საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ და მინდა, ერთხმად, ყველამ შეძახილით ჩვენი ქვეყნის სახელი – „საქართველო“ დავიძახოთ. ჩვენთვის იყო ძალიან განსაკუთრებული რამდენიმე თვე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გახარებულ ერს ვხედავ. მიხარია, რომ ასეთი ემოციები და სიამოვნება მოვიტანეთ თქვენთან. თქვენი დამსახურებაა ძალიან დიდი, თქვენ მოგვეცით თავდაჯერება და ის სიყვარული, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი. გაუმარჯოს საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა გურამ კაშიამ.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
22:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს.