საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელებთან შესახვედრად მისულ გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა.
„გამარჯობა საქართველო! ძალიან რთულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საუბარი. მინდა, მხოლოდ ის ვთქვა, რომ სამ-ნახევარი წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღემდე, ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების. იმედი მაქვს, რომ სამ წელიწად-ნახევარში იგივე შედეგს დავდებთ, თუ არა – უკეთესს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.