დუბაის პრინცესამ ქმარს “ინსტაგრამით” აცნობა, რომ შორდება – სკანდალი არაბულ სამყაროში: რა არის ცნობილი მაჰრაზე, რომელმაც გულშემატკივრების არმია შეიძინა

დუბაის პრინ­ცე­სა პირ­ვე­ლი შვი­ლის შე­ძე­ნი­დან 2 თვის შემ­დეგ “ინ­სტაგ­რა­მის” სა­შუ­ა­ლე­ბით ქმარს და­შორ­და. შე­ი­ხა მაჰ­რა ბინტ მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუმ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი მი­მარ­თვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მომ­ხდა­რი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მას შემ­დეგ, რას წყვილს ორი თვის წინ შვი­ლი შე­ე­ძი­ნა და ერთი შე­ხედ­ვით, ბედ­ნი­ე­რე­ბი ჩან­დნენ.

შე­ი­ხა მაჰ­რა ბინ­ტი მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მი, დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლის, მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა შეიხ მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის 30 წლის ქა­ლიშ­ვი­ლია.ინსტაგრამზრ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში ნათ­ქვა­მია:

“ძვირ­ფა­სო ქმა­რო, რად­გან შენ სხვე­ბით ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი, მე ჩვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ვა­ცხა­დებ. გშორ­დე­ბი, გშორ­დე­ბი, გშორ­დე­ბი. შენი ყო­ფი­ლი ცოლი”.

შეიხა მაჰ­რა და შე­ი­ხი მანა 2023 წლის მა­ის­ში და­ქორ­წინ­დნენ და შვი­ლი, გო­გო­ნა 2024 წლის მა­ის­ში შე­ე­ძი­ნათ. ამ დრო­ის­თვის მუ­ჰა­მედს შე­ი­ხა მაჰ­რას ინ­სტაგ­რამ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, კაცს არც გან­ცხა­დე­ბა გა­უვრცე­ლე­ბია სა­კუ­თარ ინ­სტაგ­რამ­ზე. მისი ბოლო პოს­ტი 10 აპ­რილს არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ის თა­ვის სი­მამრს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და დუ­ბა­ის ვიცე-პრე­ზი­დენტს დღე­სას­წა­ულ­ზე ხელს არ­თმევს.

ამ დრომ­დე არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა სა­მე­ფო ოჯა­ხის­გან, კერ­ძოდ, მა­კტუ­მის სახ­ლი­დან.

პრინ­ცე­სას ინ­სტაგ­რამ­ზე უამ­რა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა.

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი წე­რენ, რომ ის ღირ­სე­უ­ლი და ძლი­ე­რი ქა­ლია.

კო­მენ­ტა­რებ­ში ზო­გი­ერ­თი ვა­რა­უ­დობს, რომ მაჰ­რას პრო­ფი­ლი შე­საძ­ლოა გა­ტე­ხი­ლი იყოს. შე­ი­ხა მაჰ­რა დუ­ბა­ის მმარ­თვე­ლის 26 შვი­ლი­დან ერთ-ერ­თია. ის ნა­ხევ­რად ბერ­ძე­ნია დე­დის, ზოი გრი­გო­რა­კო­სის მხრი­დან. მას ასე­ვე აქვს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.