“საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა” – რას წერს სკოლა, რომლის კურსდამთავრებულიც იყო მოტოციკლის ავარიისას გარდაცვლილი 19 წლის ბიჭი

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ტრაგედიისასას გარდაცვლილი 19 წლის ბიჭი, ქართულ-ამერიკული სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო, რომელიც გასულ წელს მადრიდის IE University-ში 75 %-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

სკოლა სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა…. როგორ გვტკივა ყველას..” – წერია სკოლის ოფიციალურ გვერდზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.