კლიმატის აქტივისტებმა კიოლნის აერპორტში ასაფრენ ბილიკზე თავი მიიწებეს – გადაიდო და გაუქმდა ათობით ფრენა

გერმანიაში ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა რე­გი­ო­ნა­ლურ­მა აე­რო­პორ­ტმა, კი­ოლ­ნის აე­რო­პორ­ტმა ყვე­ლა ფრე­ნა შე­ა­ჩე­რა მას შემ­დეგ, რაც კლი­მა­ტის აქ­ტი­ვის­ტებ­მა ასაფ­რე­ნი ბი­ლი­კი გა­და­კე­ტეს.

“24 ივ­ლისს, დი­ლით, არა­უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­აღ­წი­ეს აე­როდ­რომ­ზე, რის გა­მოც ყვე­ლა ფრე­ნა გა­და­ი­დო. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია.

რამ­დე­ნი­მე შე­მო­მა­ვა­ლი ფრე­ნა გა­და­მი­სა­მართდა დი­უ­სელ­დორ­ფის, ნი­ურნ­ბერ­გის და ჰა­ნო­ვე­რის აე­რო­პორ­ტებ­ში კიოლნის  აე­რო­პორ­ტი­დან კი ათო­ბით რე­ი­სი გა­და­ი­დო ან გა­უქ­მდა“, – ნათ­ქვა­მია აე­რო­პორ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ხუთი ადა­მი­ა­ნი ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე გან­თავ­სდა, მათ ას­ფალტზე ხე­ლე­ბი და­ი­წე­ბეს და დაბ­ლო­კეს თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა.

აქ­ტი­ვის­ტე­ბი ითხო­ვენ, რომ გერ­მა­ნი­ამ და­ტო­ვოს სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბა თავ­თო­ბის, ქვა­ნახ­ში­რი­სა და გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ