ბათუმსა და ქობულეთში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
კერძოდ, ქობულეთში, სოფელ გვარაში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა კლინიკაში გადაიყვანა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე, ახალ ბულვარის მიმდებარედ მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლეტისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლები შეეჯახნენ, შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მესამე ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. დამატებით დეტალებს ვარკვევთ, მასალა განახლდება.
მეოთხე ავარია კვლავ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაფიქსირდა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მოპედი შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
წყარო: აჭარა თაიმსი