ინგრედიენტები
- ფქვილი – 5 ჭიქა
- მარგარინი – 200 გ
- მაწონი – 500 გ
- სოდა – 1 ჩკ
- ყველი – 1 კგ
- კვერცხის გული – 1 ცალი
მომზადების წესი
5 ჭიქა ფქვილი და 200 გ. მარგარინი გავაფხვიეროთ. დავამატოთ 500 გრ.მაწონი, 1 ჩკ. სოდასთან ერთად და მოვზილოთ ცომი. გავყოთ 2 ნაწილად და შევდოთ მაცივარში 2 საათით. პირველ ფენას ვაბრტყელებთ და ვაყრით 1 კგ. ყველს, მეორე ფენას ვადებთ ზემოდან, ვუკეცავთ გვერდებს და ვუსმევთ 1 კვერცხს, ვჭრით სასურველ ზომებად და ვაცხობთ 200 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით.