სასწაულ არომატს აძლევს რეჰანი, აუცილებლად მოამზადეთ“ – პომიდვრის მარინადი ელგა ტაბატაძის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • კამა
  • ნიახური
  • დაფნის ფოთოლი – 2 ც
  • ნიორი
  • პამიდორი ჩერი
  • რეჰანი
  • მწარე წიწაკა
  • შაქარი – 2 სკ
  • მარილი – 2 სკ
  • მიხაკის მარცვლები – 3 ც
  • ღვინის ძმარი – 1 სკ
  • პილპილის მარცვლები – 1 

მომზადების წესი

გასუფთავებულ 2-ლიტრიან ქილებში თვალის ზომით ჩავალაგე კამის ძირები აყვავებული, ნიახური, დაფნის ფოთოლი, რამდენიმე კბილი ნიორი, ჩერი პომიდორი (გარშემო შემოვულაგე რეჰანი), მწარე წიწაკა. დავასხი ადუღებული წყალი, დავაფარე სახუფი და მივდგი გვერდით.

ისევ ავადუღე წყალი, პირველი წყალი გადავღვარე, დავამატე შაქარი, მარილი, მიხაკის მარცვლები, ღვინის ძმარი, შავი პილპილის მარცვლები და ასპირინი (თქვენ შეგიძლიათ არ დაუმატოთ). დავასხი ისევ ადუღებული წყალი და მოვხუფე. შევინახე 24 საათით.

გაითვალისწინეთ, რომ გასტერილებას 15 წუთზე მეტი არ სჭირდება, თორემ პომიდორი დასკდება.