დღეს შეხვედრა მქონდა სინოდის წევრებთან… ბევრი დაფიქრება მჭირდება, სად და როგორ მინდა ვიყო“ – შეუჩერდა თუ არა პეტრე კოლხს მღვდელმოქმედება: შეხვედრის დეტალები

პეტ­რე კოლ­ხი წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. რო­გოც ის წერს, ამ ეტაპ­ზე მას აკ­რძა­ლუ­ლი აქვს წირ­ვა-ლოც­ვის ჩა­ტა­რე­ბა. თუმ­ცა, მად­ლო­ბას უხ­დის მე­უ­ფე­ებს იმ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მას მის­ცეს:

“არ ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი, რომ ეს არ ვთქვა… ვიცი, უამ­რავ ადა­მი­ანს აინ­ტე­რე­სებს და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვინც ჩემი ახ­ლო­ბე­ლია, მე­გო­ბა­რი და ტაძ­რის წევ­რი…

დღეს ვი­ყა­ვი სა­პატ­რი­არ­ქო­ში მი­სუ­ლი, შეხ­ვედ­რა მქონ­და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან… სა­უ­ბარს ეს­წრე­ბოდ­ნენ: მე­უ­ფე შიო, მე­უ­ფე იო­ა­ნე, მე­უ­ფე ან­დრია, მე­უ­ფე თე­ო­დო­რე, დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე, დე­კა­მო­ზი ლონ­გი­ნოზ სუ­ა­რიშ­ვი­ლი.

მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა მათ­გა­ნის, მა­თაც ვუ­თხა­რი, მაგ­რამ სა­ჯა­რო­დაც მსურს მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო… მეტი გა­გე­ბა, მოს­მე­ნა და მსჯე­ლო­ბა უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია… ბევ­რი და­ფიქ­რე­ბა და ანა­ლი­ზი მჭირ­დე­ბა, სად და რო­გორ მინ­და ვიყო… მე­უ­ფე შიო ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით და გა­გე­ბის უნა­რით…

  • ამ ეტაპ­ზე წირ­ვა-ლოც­ვის ჩა­ტა­რე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, უნდა ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ ვბრუნ­დე­ბი ტა­ძარ­ში და მე­უ­ფე შიოს დახ­მა­რე­ბით, და­ვა­არ­სებთ სამ­რევ­ლო სკო­ლას. ლექ­ცი­ებს წა­ვი­კი­თხავ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, კა­ტე­ხიზ­მო­სა და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში!…

Lela Merabishvili, ყვე­ლა­ზე მე­ტად შენ გი­ლო­ცავ, ვიცი, რა ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი… ანა­საც უთხა­რი და და­ნარ­ჩე­ნებ­საც, ვი­საც ახა­რებს ეს ფაქ­ტი!…მად­ლო­ბა იე­სოს და ყვე­ლას, ვინც დღეს შემ­ხვდა!“, – წერს პეტ­რე კოლ­ხი.

შეგახსენებთ რომ მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში გავ­რცელ­და სი­ნო­და­ლუ­რი კო­მი­სი­ის მი­მარ­თვა პატ­რი­არ­ქი­სად­მი, სა­დაც ისი­ნი კოლ­ხის­თვის მღვდელმსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას სთხოვ­დნენ.

“მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, მღვდლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სამ­გზის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, მაგ­რამ არ გა­მო­ცხად­და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, – უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის გამო“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც სი­ნო­და­ლურ კო­მი­სი­ა­ში აღ­ნიშ­ნეს, უცხო­ეთ­ში გამ­გზავ­რე­ბა­ზე მას, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კურ­თხე­ვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. კო­მი­სი­ამ არა­სა­პა­ტი­ოდ სცნო მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი