გაგიზიარებთ უგემრიელესი და ძალიან არომატული აჯიკის რეცეპტს.
ნიგვზით მომზადებული ცხარე და უგემრიელესი აჯიკა უხდება ყველაფერს. შეგიძლიათ აჯიკით მიირთვათ ხორცი, მაკარონი, შემწვარ კარტოფილი და სხვა კერძები.
აჯიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
წითელი წიწაკა (ნედლი) 100 გრ
ნიგოზი 150 გრ
შაქრის ფხვნილი 1-2 ჩ. კ.
რეჰანი და კამა თითო-თითო პატარა კონა, ქინძი უფრო მეტი
ნიორი 100 გრ
მარილი 1 ჩ. კ.
ხმელი სუნელი (სანელებლების ნარევი) 1 ჩ. კ.
ვაშლის ძმარი 1 ს. კ.
მომზადების წესი:
წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან (თუ გიყვართ მწარე, ცოტა თესლი დაუტოვეთ) და დაჭერით.
ნიგოზი დაყარეთ ცხელ ტაფაზე და მსუბუქად მოხალეთ.
მწვანილი გარეცხეთ, გააშრეთ და დაჭერით.
ნიორი გაფცქვენით და დაჭერით.
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ (ძალიან წმინდად არ დააბლენდეროთ) და დაამატეთ შაქარი (თქვენი გემოვნების მიხედვით), ვაშლის ძმარი, მარილი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის კონტეინერში და შედეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!