ახალგაზრდა ინფლუენსერი დიდი რაოდენობით საკვების მიღებისას პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა – “მუკბანგის” ბნელი მხარე: რა თანხის ფასად უჯდებათ რისკზე წასვლა?

ახალგაზრდა კო­რე­ე­ლი იუ­თუ­ბე­რი უზარ­მა­ზარ თეფ­შზე და­დე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­ხის საკ­ვებს მი­ირ­თმევს, ეს იმ­დე­ნად ბევ­რი საჭ­მე­ლია, რომ პა­ტა­რა ოჯახს გა­მოკ­ვე­ბავ­და, მაგ­რამ ინფლუ­ენ­სე­რი ამ კერ­ძე­ბის სხვის­თვის გა­ზი­ა­რე­ბას არ აპი­რებს.

გამ­ხდა­რი ქალი ბოკი თა­ვის არხზე, Eat With Boki ატ­ვირ­თულ ვი­დე­ო­ში, უზარ­მა­ზარ ჭიქა კოკა-კო­ლას სვამს და შემ­დეგ ატ­რი­ის ჭა­მას იწყებს.

ათი უწყვე­ტი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბოკი პირ­ში ლუკ­მებს იყ­რის, საჭ­მელს ხმა­უ­რი­ა­ნად ხვრეპს, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად გა­მოს­დის, რომ წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი თით­ქმის არ და­ეს­ვა­როს.

მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც თეფ­ში იც­ლე­ბა, კა­მე­რას უყუ­რებს და თა­ვი­სი ათი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რის­თვის აცხა­დებს: “ყვე­ლა­ფე­რი და­ვამ­თავ­რე! კარ­გად ვჭა­მე. ნახ­ვამ­დის.”

კო­რე­უ­ლი სი­ტყვე­ბის “ჭამა” (meokneun) და “ტრანსლა­ცია” (bangsong) კომ­ბი­ნა­ცი­ით, “მუ­კბან­გი” ინფლუ­ენ­სე­რებს გუ­ლის­ხმობს, რომ­ლე­ბიც კა­მე­რის წინ უზარ­მა­ზა­რი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს მი­ირ­თმე­ვენ და გა­მომ­წე­რე­ბის­თვის ამის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ისი­ნი ამას იმი­ტომ აკე­თე­ბენ, რომ ეს მომ­გე­ბი­ა­ნია, ათა­სო­ბით “მუ­კბან­გე­რი” YouTube-სა და TikTok-ზე მე­ტო­ქე­ებს კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევს და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლებს იზი­დავს. ზო­გი­ერ­თი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­ლი­ო­ნე­რია.

მაგრამ ამ ობ­სე­სი­ას ბნე­ლი მხა­რეც აქვს. გა­სულ თვე­ში ჩი­ნე­ლი “მუ­კბან­გე­რი” პან სი­ა­ო­ტინ­გი 22 ფუნ­ტი (10 კგ) საკ­ვე­ბის ჭა­მის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. 24 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ, კუ­ჭის “გა­ხე­ვის” გამო და­ი­ღუ­პა.

სი­ა­ო­ტინ­გი პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ი­კე­ცა, იმ დრო როცა შო­კო­ლა­დის ტორ­ტს, ქათ­მის ნა­გეთ­სებს და ზღვის პრო­დუქ­ტებს მი­ირ­თმევ­და.

  • ჩი­ნეთ­მა ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი უკვე აკ­რძა­ლა, მაგ­რამ ავ­ტო­რი­ტა­რულ კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­საც კი არ შე­უძ­ლია, შე­ა­ჩე­როს სი­ა­ო­ტინ­გი და სხვე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში გას­ვლის­გან (ნაც­ვლად იმი­სა, რომ ვი­დე­ო­ე­ბი ჩა­წე­რონ და შემ­დგომ გა­მო­აქ­ვეყ­ნონ).

“მუ­კბან­გი” სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩი­ნე­თი­სა და აზი­ის მიღ­მაც, ის აშშ-სა და ბრი­ტა­ნეთ­შიც ვრცელ­დე­ბა – ახლა რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა ამ ფე­ნო­მე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ზო­მებს იღებს.

ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ლექ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ენ­დრიუ ჰა­რის­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­აფრ­თხი­ლა: “მუ­კბან­გის ვი­დე­ო­ე­ბი მოხ­მა­რე­ბა­სა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, რაც პო­ტენ­ცი­უ­რად, ჭარ­ბი ჭა­მის ან საკ­ვებ­თან არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ციკლს აძ­ლი­ე­რებს”.

ტენდენცია პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გა­მოჩ­ნდა, სა­დაც ერ­თობ­ლი­ვი კვე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. მარ­ტო მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა კო­რე­ე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას­თან ერ­თად გაჩ­ნდა მო­თხოვ­ნა “ვირ­ტუ­ა­ლურ” სა­დი­ლის კომ­პა­ნი­ო­ნებ­ზე.

გარ­და ამი­სა, 20-30 წლის შუ­ა­ლედ­ში სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლე­ბის მე­ო­თხედს დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო აქვს და “მუ­კბან­გის” ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­და.

მა­ყუ­რებ­ლე­ბის მო­ხიბ­ვლა არ არის მხო­ლოდ იმა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ ჭამთ, არა­მედ იმა­ზეც, თუ რას ჭამთ. მა­გა­ლი­თად, ჯე­ონ­გე კიმი ამ­ტკი­ცებს, რომ მის 2,9 მი­ლი­ონ გა­მომ­წერს მოს­წონს იმის ყუ­რე­ბა, თუ რო­გორ ნა­დი­მობს ის ზღვის პრო­დუქ­ტე­ბით ან ცხა­რე საკ­ვე­ბით.

YouTube-ზე პო­პუ­ლა­რო­ბამ­დე, ის პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და და ვი­დე­ო­ებს დი­ლის 3 სა­ათ­ზე იღებ­და, რათა ფო­ნუ­რი ხმა­უ­რი არ შე­მო­სუ­ლი­ყო. “მუ­კბან­გის” წყა­ლო­ბით, ახლა დიდ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს.

  • რამ­დენს გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ეს “პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მჭა­მე­ლე­ბი”?

იუ­თუ­ბე­რებს, რომ­ლებ­საც მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავთ, პო­ტენ­ცი­უ­რად შე­უძ­ლი­ათ, წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 62 000 ფუნ­ტი გა­მო­ი­მუ­შა­ონ, ხოლო ტოპ შემ­ქმნე­ლებს – მათ, ვი­საც ათ მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავთ – შე­უძ­ლი­ათ, თვე­ში 310 000 ფუნ­ტამ­დე მი­ი­ღონ. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ “მუ­კბან­გი” აზი­ის ფარ­გლებს გას­ცდა.

ტრიშა  პე­ი­ტა­სი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მცხოვ­რე­ბი იუ­თუ­ბე­რია, რო­მე­ლიც იღებს ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ხუთი მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რის­თვის ყვე­ლა­ფერს ჭამს, ათ­ქვე­ფი­ლი კვერ­ცხე­ბი­დან შემ­წვა­რი ქათ­მის ვედ­რო­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. “ერთი ვი­დეო გა­ვა­კე­თე, სა­დაც ხუთ სხვა­დას­ხვა პი­ცას ვჭამ”, – უთხრა პე­ი­ტას­მა ABC News-ს, – “და მგო­ნი, ამან 50 000 დო­ლა­რი მო­მი­ტა­ნა”.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ფულს აგ­რო­ვებს, ამას თა­ვი­სი ფასი ჰქონ­და. ორი შვი­ლის დე­დას დეპ­რე­სი­ი­სა და კვე­ბის აშ­ლი­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ონ­ლა­ინ ბუ­ლინ­გმა კი მისი კომ­პლექ­სე­ბი გა­ა­უ­ა­რე­სა.

“ყვე­ლას საყ­ვა­რე­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბია “ქალ­ბა­ტო­ნი ღორი”, “მსუ­ქა­ნი ხარ” და “გა­ნაგ­რძე საკ­ვე­ბის პირ­ში ჩა­ტენ­ვა”. რაც უფრო მეტი იყო ასე­თი კო­მენ­ტა­რი, მით უფრო მე­ტად იზ­რდე­ბო­და ჩემი წო­ნაც”.

წო­ნას­თან ბრძო­ლამ 2017 წელს ლი­პო­საქ­ცი­ის გა­კე­თე­ბის­კენ უბიძ­გა, მაგ­რამ შემ­დეგ კვლავ მო­ი­მა­ტა – ჭამა ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი სა­მუ­შა­ოა.

32 წლის ნი­კო­კა­დო ავო­კა­დო, ან, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ნი­კო­ლას პერი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტია, თით­ქმის ყო­ველ­თვი­უ­რად, პირ­და­პირ ეთერ­ში ერთ ვი­დე­ო­ში 10 000-ზე მეტ კა­ლო­რი­ას იღებს.

მას ზედ­მე­ტი წო­ნი­სა და სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ძი­ლის აპ­ნო­ეს გამო ხში­რად ვი­დე­ო­ებ­ში ნიღ­ბით ჩნდე­ბა.

ფა­ნებ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ გა­აფრ­თხი­ლეს პან სი­ა­ო­ტინ­გი იმ ზი­ა­ნის შე­სა­ხებ, რა­საც ის თა­ვის სხე­ულს აყე­ნებ­და, მაგ­რამ მისი პორ­ცი­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად იზ­რდე­ბო­და.

“მუ­კბან­გის” მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის კი­დევ ერთი ელე­მენ­ტი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ, “სხვის ნაც­ვლად ჭა­მონ”. მა­ყუ­რებ­ლე­ბი სხვე­ბის ჭა­მის სი­ა­მოვ­ნე­ბით ტკბე­ბი­ან, ხოლო ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მათ­ზე არ ისა­ხე­ბა.

მკვლევ­რებ­მა, რომ­ლებ­მაც “მუ­კბან­გის” მა­ყუ­რებ­ლე­ბის ტვი­ნის ტალ­ღე­ბის აქ­ტი­ვო­ბას აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ nucleus accumbens – ტვი­ნის სტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც უპირ­ვე­ლე­სად სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე აგებს პა­სუხს – სხვე­ბის მიერ მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე უფრო მე­ტად რე­ა­გი­რებ­და.

.

  • ვი­დეო ბლო­გერს, სა­ხე­ლად ლი­დის, რო­მე­ლიც 2016 წელს პირ­ვე­ლი ბრი­ტა­ნე­ლი “მუ­კბან­გის” ინფლუ­ენ­სე­რი გახ­და, სჯე­რა, რომ მისი YouTube არხი მათ ეხ­მა­რე­ბო­და, ვი­საც კვე­ბის აშ­ლი­ლო­ბე­ბი ჰქონ­დათ.

მის ვი­დე­ოს, სა­დაც McDonald’s-ის ბურ­გე­რებს, კარ­ტო­ფილ ფრი­სა და ქათ­მის ნა­გეტ­სებს მი­ირ­თმევ­და, 100 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა უყუ­რა.

მაგ­რამ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ “მუ­კბან­გი­სად­მი” მზარ­დი ინ­ტე­რე­სი ინფლუ­ენ­სე­რე­ბის­თვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს.

2018 წელს, რო­დე­საც ზრდას­რულ­თა სიმ­სუქ­ნე 40%-ს მი­უ­ახ­ლოვ­და, სამ­ხრეთ კო­რე­ის მთავ­რო­ბამ ანტი-სიმ­სუქ­ნის გეგ­მა წა­მო­ი­წყო, რო­მელ­შიც ნახ­სე­ნე­ბი იყო “ზი­ა­ნი, გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­უ­მა­ძღრო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი მე­დი­ით, რო­გო­რი­ცაა “მუ­კბან­გი” და ამ­ბობ­და, რომ ასე­თი ონ­ლა­ინ კონ­ტენ­ტის გარ­შე­მო მო­ნი­ტო­რინ­გი არა­საკ­მა­რი­სი იყო.

ამა­სო­ბა­ში, ჩი­ნეთ­მა 2020 წელს “მუ­კბან­გის” 13 000 ან­გა­რი­ში და­ხუ­რა. იმ დრო­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 395 000 ვი­დეო არ­სე­ბობ­და, რომ­ლებ­საც თით­ქმის 30 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა ჰქონ­და.

გა­სულ თვე­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამ კონ­ტენ­ტის აკ­რძალ­ვას ფი­ლი­პი­ნე­ბის მთავ­რო­ბაც გა­ნი­ხი­ლავს, მას შემ­დეგ, რაც კონ­ტენტ-კრე­ა­ტო­რი დონგზ აპა­ტა­ნი შემ­წვა­რი ქათ­მის ჭა­მის შემ­დეგ ინ­სულ­ტით და­ი­ღუ­პა.

მაგ­რამ სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­შიც კავ­ში­რე­ბი სულ უფრო მე­ტად ხდე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბის­გან მო­წყვე­ტი­ლი, “მუ­კბან­გის” ვი­დე­ო­ე­ბის მადა – და სიმ­დიდ­რე, რო­მე­ლიც მათ შემ­ქმნე­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­აგ­რო­ვონ – სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ შემ­ცირ­დე­ბა.