ჩემი შეყვარებული ჩემს ვიდეოებს არც უყურებს… ცნობილ პოლიტიკოსს მამსგავსებენ” – როგორ გახდა ჟურნალისტი და გეოგრაფი თორნიკე რევია “გოგოლოგი”

კარ­გა ხა­ნია, რაც 31 წლის თორ­ნი­კე რე­ვია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია: გო­გო­ნე­ბის, მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებ­ზე ხში­რად ხუმ­რობს. სი­ტუ­ა­ცი­ებს ისე ზუს­ტად აღ­წერს, რომ ხალ­ხმა “გო­გო­ლო­გიც” კი შე­არ­ქვა… გა­დავ­წყვი­ტე, ცნო­ბი­ლი “გო­გო­ლო­გი” მკი­თხვე­ლე­ბის­თვის უკეთ გა­მეც­ნო…

– ალ­ბათ, რო­გორც “ტი­კტო­კე­რე­ბის” უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, ჩემ­თვი­საც პან­დე­მია იყო ის მი­ზე­ზი, რის გა­მოც აქ­ტი­უ­რო­ბა და­ვი­წყე. თან, ჩემი სა­მუ­შაო სფე­რო (იუ­მო­რის­ტი ვარ) ისე­თია, რომ პლატ­ფორ­მა გჭირ­დე­ბა, რათა რა­ღა­ცე­ბი აკე­თო, ხალ­ხი გა­ა­ღი­მო, გა­ა­ცი­ნო… იმ პე­რი­ოდ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლი იყო. პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე, ამ ტი­პის ვი­დე­ო­ებს გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუკ­ზე” ვდებ­დი – ბევ­რი “ნახ­ვა” მქონ­და. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, “ტი­კტო­კი” მე­ცა­და… გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი არ მქო­ნია, რომ მა­გა­ლი­თად, პო­პუ­ლა­რუ­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა. უბ­რა­ლოდ, ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ვი­დე­ო­ე­ბი ხალ­ხამ­დე მი­მე­ტა­ნა.

– შენს ვი­დე­ო­ებს თა­ვი­დან­ვე და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა?

ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო და კარ­გი ეგ არის, რომ ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რი არა­სო­დეს და­უ­წე­რი­ათ. ყვე­ლა­ზე ხში­რი კო­მენ­ტა­რი ესაა: წინა ცხოვ­რე­ბა­ში, ეს უეჭ­ვე­ლად გოგო იყო ან ვი­ღაც “ჩამ­შვე­ბი” გვყავ­სო (იღი­მის)… უკვე 3 წე­ლია, ვი­დე­ო­ებს სის­ტე­მა­ტუ­რად ვაქ­ვეყ­ნებ და ყო­ველ­თვის და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

– ვი­დე­ო­ე­ბის­თვის ხუმ­რო­ბე­ბის ბა­ზას სა­ი­დან, რო­გორ ქმნით? ხუმ­რო­ბით “გო­გო­ლოგ­საც” კი გე­ძა­ხი­ან…

– უბ­რა­ლოდ, გა­რეთ რომ გახ­ვალ, ცო­ტა­თი ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყო, რა. შე­იძ­ლე­ბა, 2 და­ქა­ლი მი­დის და ისეთ თე­მა­ზე სა­უბ­რობს, რომ ვი­დე­ოს­თვის იდეა “და­ი­ჭი­რო”, პი­რო­ბი­თად – და­ქა­ლი და­ქალს ეუბ­ნე­ბა, – გოგო, 1-2 დღე არ მივ­წერ. სა­მა­გი­ე­როდ, მერე კარგ რა­მეს მა­ჩუ­ქებ­სო. შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, გო­გო­ნებს უკან მიჰ­ყვე­ბო­დე, მათი სა­უ­ბა­რი და­გა­მახ­სოვ­რდეს, მერე კი ვი­დეო ჩა­წე­რო. რა თქმა უნდა, გოგო მე­გობ­რე­ბიც მყავს, რა­ღა­ცებს ისი­ნიც მე­უბ­ნე­ბი­ან. მოკ­ლედ, იდე­ის აღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა. პლუს, სცე­ნა­რის წე­რის მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს და რა­ღა­ცებს თა­ვა­დაც ვი­გო­ნებ, რაც მგო­ნია, რომ შე­იძ­ლე­ბა, რე­ა­ლუ­რად ასე იყოს.

თა­ვის­თა­ვად გა­მახ­სოვ­რდე­ბა თუ გო­გო­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თვალ­ყურს ადევ­ნებ?

– პირ­ვე­ლი­ვე ვი­დეო ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მერე, რა­ღაც რომ მო­მა­ფიქ­რდე­ბო­და, ვი­წერ­დი, შემ­დეგ კი ვი­დე­ოს ვი­ღებ­დი. ახ­ლაც ბევ­რი თემა მაქვს ჩა­მო­წე­რი­ლი და ნელ-ნელა გა­და­ვი­ღებ. მა­გა­ლი­თად, ახლა დავ­ჯდე­ბი და ვი­ფიქ­რებ, რას აკე­თე­ბენ გო­გო­ე­ბი სო­ფელ­ში, რომ თა­ვი­ანთ პეწს იქაც არ კარ­გა­ვენ. შე­იძ­ლე­ბა, გოგო მსხლის მო­საკ­რე­ფად მი­დი­ო­დეს, მაგ­რამ ხომ უნდა ჩა­იც­ვას, გა­მო­იპ­რან­ჭოს, და­ახ­ლო­ე­ბით 20 სუ­რა­თი “და­დოს”, სა­ნამ მსხალს მოკ­რეფს და მო­ი­ტანს (იღი­მის)?

– შენი “გო­გო­ლო­გო­ბა” აშ­კა­რა რომ გახ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უკვე გყავ­და?

– შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად, “გო­გო­ლო­გო­ბა” “მო­მა­კე­რეს”.

– თქვენს ვი­დე­ო­ებ­ზე რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვს?

– ჩვე­უ­ლებ­რი­ვი. მან იცის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მას­ზე არაა. “ტი­კტო­კის” მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ არის. ძი­რი­თა­დად, ჩემს ვი­დე­ო­ებს არც უყუ­რებს, რაც ხან­და­ხან მწყინს (იცი­ნის).

– თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ვი­დე­ოს­თვის იდეა, თუნ­დაც – მცი­რე დე­ტა­ლი არა­სო­დეს აგი­ღია?

თა­ვად ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, რა­ღა­ცებს იღე­ბო, მაგ­რამ ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ასე არაა. შე­იძ­ლე­ბა, სხვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ამი­ღია, მაგ­რამ ჩვენ­სას დამ­თხვე­ვია. მა­გა­ლი­თად, რა­ღაც ვი­დეო რომ გა­და­მი­ღია, შემ­დეგ ზუს­ტად იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ (იცი­ნის).

– შეყ­ვა­რე­ბულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში თუ დაგ­ხმა­რე­ბია “გო­გო­ლო­გო­ბა”? მა­გა­ლი­თად, გა­გით­ვლია, რა ნა­ბი­ჯი გა­და­გედ­გა შე­სა­რი­გებ­ლად?

– აუ, არა. ჩემი ვი­დე­ო­ე­ბი ზო­გა­დია, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ხომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი ვართ, არა? ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მხო­ლოდ მე ვიცი, რო­გორ შე­მო­ვი­რი­გო.

– ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს გამ­სგავ­სე­ბენ. თა­ვად ამ­ჩნევ თქვენ შო­რის მსგავ­სე­ბას?

არა. ერთ დღეს, უცებ უფ­როს­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, – აუ, მაგ­რად ჰგავ­ხა­რო! თა­ვად ვერ მივ­ხვდი, რომ ვგავ­დი. შემ­დეგ, “ფე­ის­ბუკ­ზე” ჩემი და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ფო­ტო­ე­ბი გვერ­დიგ­ვერდ “დავ­დე”. ბევ­რმა მი­თხრა, რომ თურ­მე, ძა­ლი­ან ვგა­ვარ, ოღონდ – როცა გრძელ თმას ვა­ტა­რებ, წვე­რი კი გა­პარ­სუ­ლი მაქვს.

– თმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან მსგავ­სე­ბის გამო ხომ არ შე­ი­მოკ­ლე?

– არა, დამ­ცხა. მსგავ­სე­ბა დის­კომ­ფორ­ტს არ მიქ­მნის. ამ ფაქ­ტის მი­მართ არც და­დე­ბი­თად ვარ გან­წყო­ბი­ლი, არც – უარ­ყო­ფი­თად.

– პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

– გე­ოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტი. მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მარ­კე­ტინ­გში მაქვს, შემ­დეგ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში სპორ­ტის მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ვა­ბა­რე. უბ­რა­ლოდ, ისე მოხ­და, რომ ახლა აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე. რად­გან იუ­მო­რის სფე­რო­ში გა­და­ვე­დი: აკა­დე­მი­უ­რი სა­მუ­შაო სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევს, რომ თან აკა­დე­მი­უ­რად იმუ­შაო, თან – სხვა სამ­სა­ხურ­შიც იყო. შე­იძ­ლე­ბა, ეს ბევ­რმა შეძ­ლო, მაგ­რამ მე ვერ შე­ვუ­თავ­სე. თუმ­ცა, დოქ­ტო­რან­ტუ­რას მი­ვუბ­რუნ­დე­ბი, ასე მგო­ნია.

– სპორ­ტუ­ლი მარ­კე­ტინ­გით რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი?

– 5 წელი რაგბს ვთა­მა­შობ­დი, მაგ­რამ კარ­გად არას­დროს მი­თა­მა­შია – სულ სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე ვი­ყა­ვი. პა­რა­ლე­ლუ­რად, ფეხ­ბურ­თის ერთ-ერთი გუნ­დის – “ლი­ვერ­პუ­ლის” გა­დამ­კვდა­რი ფანი ვარ – ძა­ლი­ან მიყ­ვარს! ბევ­რჯერ რა­ჭი­დან დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ, რომ “ლი­ვერ­პუ­ლის” თა­მა­შის­თვის მე­ყუ­რე­ბი­ნა. სპორ­ტის მი­მართ სიყ­ვა­რულ­მა ის გა­მო­იწ­ვია, რომ გა­დავ­წყვი­ტე, ამის­თვის პრო­ფე­სი­ის სახე მი­მე­ცა.

– იუ­მო­რის სფე­რო­ში რო­გორ მოხ­ვდი?

– ხუმ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ჩემი აზ­რით სკო­ლა­ში 2 ტი­პის ბავ­შვე­ბი არი­ან: ვინც ძა­ლი­ან ბევ­რს ხუმ­რობს და ვინც სწავ­ლობს. მე ვი­ყა­ვი სინ­თე­ზი, ანუ კარ­გა­დაც ვსწავ­ლობ­დი და რო­გორც ამ­ბო­ბენ, კარ­გა­დაც ვხუმ­რობ­დი. რე­ა­ლუ­რად, “10-იან­ზე” ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ “9-იანს” მი­წერ­დნენ, რად­გან ხან­და­ხან ზედ­მეტს ვლა­პა­რა­კობ­დი (იცი­ნის). სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, “მან­სან­კან­ში” მეც აუ­ცი­ლებ­ლად მე­თა­მა­შა. შემ­დეგ, როცა თსუ-ში ჩა­ვა­ბა­რე, ვი­კი­თხე, “მან­სან­კა­ნი” სად, რო­გორ ტარ­დე­ბო­და. მი­მას­წავ­ლეს და მეც და­ვი­წყე თა­მა­ში. მერე, ჩვე­ნი გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი სამ­ჯერ გახ­და. ამ ფაქ­ტით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ… შე­ამ­ჩნი­ეს, რომ სცე­ნარს კარ­გად ვწერ­დი და ჯერ ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წა­მიყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ, მერე – მე­ო­რე­ში… ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ძი­რი­თა­დად, იუ­მო­რის­ტის კა­რი­ე­რა ასე ეწყო­ბა. ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან მა­გარ ღა­მის შოუს – “და­თის შოუს” “ვა­კე­თებ”, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ აქვს – 10 წლის ბავ­შვს გა­და­ცე­მა მიჰ­ყავს. ძა­ლი­ან მოგ­ვწონს, რა­საც ვა­კე­თებთ.

– რამ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა 10 წლის ბავ­შვის­თვის ისე­თი ხუმ­რო­ბე­ბის და­წე­რა, რო­მელ­ზეც ზრდას­რუ­ლებს გა­ე­ცი­ნე­ბათ და თან, ზღვარს არ გა­დაკ­ვეთთ, უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ას არ შექ­მნით?

– ჩვენ­თვის ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ პრო­ცეს­ში და­ვიხ­ვე­წეთ. ახლა, რო­გორც თქვენ­თვი­საა ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი, ისეა ჩვენ­თვის და­თის­თვის ხუმ­რო­ბე­ბის და­წე­რა, მაგ­რამ იყო დრო, როცა ძა­ლი­ან ფრთხი­ლე­ბი ვი­ყა­ვით – ეს რო­გორ ვათ­ქმე­ვი­ნოთ, იმას რო­გორ იტყვის, თა­ვად ბავ­შვს რა და რო­გორ უნდა, რომ თქვა­სო? პრაქ­ტი­კის ამ­ბა­ვია… უკვე შე­ვეჩ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს, 1 გუნ­დად ვართ შეკ­რუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია. თან, და­თიც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მას­თან ერ­თად ბევ­რი რამე ვა­კე­თოთ – ნი­ჭი­ე­რია.

– თა­ვად ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა­ზე არ გი­ფიქ­რია?

– სი­მარ­თლე გი­თხრათ, ინ­ტე­რე­სი მაქვს, მაგ­რამ ისიც მომ­წონს, როცა სცე­ნარს ვწერ, სხვე­ბი კი – თა­მა­შო­ბენ. ალ­ბათ, სა­მო­მავ­ლოდ გა­მოვ­ჩნდე­ბი კი­დეც, უფრო – “იუ­თუბ­ზე”.

– სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი თქვენ­თვის შე­მო­სავ­ლის წყა­როც არის?

– არა, არას­დროს ყო­ფი­ლა. არა­ვის ვაკ­ნი­ნებ, მაგ­რამ ჩემ­თვის კარ­გი არ არის, “ლა­ივ­ში” ვიჯ­დე და ვი­ძა­ხო, – ფული ჩა­მი­რი­ცხე, ლომი და­მირ­ტყი-მეთ­ქი. “ტი­კტოკ­ზე” ვი­დე­ო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თა­ვად ვერ­თო­ბი. ვერ ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მე სპონ­სორს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი ვუ­თხა­რი – ალ­ბათ, სპონ­სო­რე­ბი თა­ვა­დაც უნდა ეძე­ბო, მა­თაც მოგ­ძებ­ნონ… ჯერ­ჯე­რო­ბით, ნა­ბი­ჯი არც ერთი მხრი­დან არ გა­დად­გმუ­ლა. რა­ღაც პა­ტარ-პა­ტა­რა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი იყო ხოლ­მე. როცა შე­მეძ­ლო, დავ­თან­ხმე­ბულ­ვარ, რა­დენ­ჯერ­მე – უსას­ყიდ­ლო­დაც.

– უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვთ, როცა გხე­და­ვენ?

– ეს სი­ტუ­ა­ცია რამ­დე­ნი­მე სტა­დი­ის­გან შედ­გე­ბა: ჯერ შე­მომ­ხე­და­ვენ, ოღონდ – აუ­ცი­ლებ­ლად 2 და­ქა­ლი უნდა იყოს. ერთი მე­ო­რეს გა­და­უ­ლა­პა­რა­კებს: – ეს ის არ არის? – ვინ ის, გოგო? – აი, ის, ვი­დე­ო­ე­ბი რომ გაჩ­ვე­ნე. შე­მომ­ხე­დავს და, – ვა­ი­მე, კი, ეგ არის, გო­გოო (იცი­ნის)! ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მო­დი­ან, გა­მე­სა­უბ­რე­ბი­ან. ყო­ველ­თვის მე­კი­თხე­ბი­ან: – აუ, გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ ამ­დე­ნი სა­ი­დან იცი, “ჩამ­შვე­ბი” ვინ გვყავ­სო? ერთი პრობ­ლე­მაა, რომ ვწით­ლდე­ბი (იცი­ნის). ბავ­შვე­ბი­დან ეს ჩვე­ვა მაქვს, რომ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვწით­ლდე­ბი...

რაჭა ახსენეთ. ამ კუთხესთან რა გაკავშირებთ?

– რაჭა ჩემთვის ყველაზე კარგი ადგილია ამ სამყაროში, რადგან იქ თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ რაჭაში დედას სახლი აქვს. იქ ვისვენებდით ხოლმე. დროთა განმავლობაში, მივხვდი, იქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, იქაურობა მიყვარს, განსაკუთრებით – ხალხი, ბუნება…

– თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

– მყავს უმცროსი და, დედა, მამა… და ანიმატორია. მასაც უნდა, რომ “ტიკტოკერი” იყოს და ვიდეოებს სისტემატურად იღებს. ადრე მეუბნებოდა, – მოდი, კადრში გამოჩნდიო, მაგრამ ახლა თავად ვიდეოებში რაღაცებს სინჯავს და ჭამს (იცინის). ბოლოს მისი რა ვიდეოც ვნახე, რაღაც შოკოლადი ჰქონდა ნაყიდი და ჭამდა – ძალიან მაგარი შოკოლადიაო… დედაჩემი ბაღის აღმზრდელი გახლავთ, მამა – პიროტექნიკი (კინემატოგრაფში მუშაობს).

– თორნიკე, შენი ყოველდღიურობა როგორია?

– დილით უნდა გავიღვიძო და სამსახურში მივიდე, სადაც დღის განმავლობაში, “დათის შოუსთვის” ვმუშაობთ – იდეებზე, ხუმრობებზე… შემდეგ დათის მოვიყვანთ, მომზადებულ ხუმრობებს ვასწავლით, ჩავიბარებთ… დღის ბოლოს, თავისუფალ დროს ან მეგობრებს ვნახულობ, ან – შეყვარებულს. საღამოს, თუ ფეხბურთის მატჩია, ვუყურებ… სცენარისტობის გარდა, რეჟისორებიც ვართ: რეგიონებში, ძირითადად – კახეთში, “მანსანკანს” ვატარებთ. ამიტომ კახეთის რეგიონში ხშირად ვართ. სკოლებში დავდივართ, ბავშვებს ნომრებს ვადგმევინებთ, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის ცენტრში, შეჯიბრება იმართება…