გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ხანძარია

გლდანში, საცხოვრებელ სახლში, ხანძარია – ცეცხლი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა. რამ გამოიწვია ის, ამ დროისთვის უცნობია.

როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.