საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს:
„მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი, აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის, ილია აბესაძის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“,-წერია სამძიმრის წერილში.