ბორჯომში, ახალდაბის ტყეში ხანძარია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია. 

როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველები რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან არიან ჩართულნი.

ტერიტორია ტექნიკისთვის მიუვალია, ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობას ცოცხალი ძალით ცდილობენ.

ცეცხლის კერები დასახლებიდან მოშორებით ფიქსირდება.