თურქეთში ტყის ხანძრებს რამდენიმე პროვინციაში ებრძვიან. სტიქია ანტალიის, იზმირის და გაზიანთეპის პროვინციაში მძვინვარებს. ამ ეტაპზე რამდენიმე ადგილას ხანძრის კერა ლოკალიზებულია.
ხანძრის ქრობაში 8 თვითმფრინავი, 6 შვეულმფრენი და 22 სახანძრო მანქანა მონაწილეობს. თურქეთის სამხრეთით ხანძარი 20 ჰექტარზეა მოდებული. საჭირო გახდა ადგილობრივების ევაკუაცია.
საერთო ჯამში ხანძარმა 80 ჰექტარი ტყე გაანადგურა.