ალბანელი მსახიობი, ცნობილი თურქული სერიალიდან, გუშინ სტადიონზე “საქართველოს” სკანდირებდა – რა კადრებს აზიარებს ნანუკა სტამბოლიშვილი?

საქართველოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა უე­ფას ერთა ლი­გის მე­ო­თხე ტუ­რის შეხ­ვედ­რა ალ­ბა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თა და სამ­წუ­ხა­როდ, 1:0 დავ­მარ­ცხდით.

სტა­დი­ონ­ზე ტა­შით შეხ­ვდნენ ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ალ­ბა­ნე­თის ჰიმნს, გან­სხვა­ვე­ბით ალ­ბა­ნე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გა­სულ თვე­ში სა­კუ­თარ სტა­დი­ონ­ზე საკ­მა­ოდ არა­ე­თი­კუ­რად მო­იქ­ცნენ – ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბი­სას უს­ტვი­ნეს, მარ­ცხის შემ­დეგ კი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მი­სა­მარ­თით ნივ­თე­ბის სრო­ლა და შე­ძა­ხი­ლე­ბი და­ი­წყეს.

გუ­შინ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო და ალ­ბა­ნე­ლე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ამის გამო ქარ­თველ ქო­მა­გებს მად­ლო­ბაც კი გა­და­უ­ხა­და. გუ­შინ სტა­დი­ონ­ზე იყო ცნო­ბი­ლი ქარ­თულ-ალ­ბა­ნუ­რი წყვი­ლი, ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი და ნიკ ჯე­ლი­ლაი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ალ­ბა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც თურ­ქულ სე­რი­ალ­ში ნა­ნუ­კას პარტნი­ო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ის­მის, რო­გორ სკან­დი­რებს ნიკი მატ­ჩის დროს “სა­ქარ­თვე­ლოს”.

ნიკ ჯე­ლი­ლაი ალ­ბა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ. და­ი­ბა­და 1983 წლის 5 მარტს. მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ჯილ­დო მოს­კო­ვის 32-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, პრიშ­ტი­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე და ოქ­როს ფორ­თოხ­ლის 47-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ფილმში “ალ­ბა­ნე­ლი” შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის.

ცნო­ბილ თურ­ქულ სე­რი­ალ­ში ნიკ ჯე­ლი­ლაი მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა, რაც ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰან­მა სე­რი­ა­ლი და­ტო­ვა. სა­უ­ბა­რია სე­რი­ალ­ზე, სა­ხე­ლად Emanet. ეს სე­რი­ა­ლი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.