ინგრედიენტები
- ყველი
- პიტნა – 1 კონა
- ნიორი – 1 კბილი
- მარილი და წიწაკა
მომზადების წესი
ყველი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ცალკე ქვაბში ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ. ყველი ჩავყაროთ ცხელ წყალში, როგორც კი დარბილდება ამოვიღოთ, გადავზილოთ და გავაბრტყელოთ (ყველის ნახარში მოვიტოვოთ სოუსისთვის). გადავანაწილოთ გულსართი და გადავახვიოთ რულეტივით და როცა გაცივდება დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.
გულსართის მომზადება:ერთი კონა პიტნა დავნაყოთ, დავუმატოთ 1 კბილი ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით. დანაყილ პიტნის აჯიკას, შევურევთ ნადუღს.
სოუსი:ნადუღს დავუმატოთ პიტნის აჯიკა და ბოლოს კი ყველის ნახარში .