კვარაცხელია ტრავმირებულია – რა მოხდა “ნაპოლი”-“ლაციოს” მატჩზე და რამდენი თამაშის გამოტოვება მოუწევს ქართველს

ნაპოლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, რომ “ლა­ცი­ოს­თან” მატჩში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ მარ­ჯვე­ნა მუხ­ლის ტრავ­მა მი­ი­ღო, Pineta Grande-ის კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ცე­სის გავ­ლა და­ი­წყო.

  • ნე­ა­პო­ლუ­რი მე­დია წერს, რომ ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თელს რო­გორც წესი ერ­თი­დან ოთხ კვი­რამ­დე მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. კვა­რა­ცხე­ლი­ას მდგო­მა­რე­ო­ბას ექი­მე­ბი და­აკ­ვირ­დე­ბი­ან და უფრო დე­ტა­ლურ ცნო­ბებს მოგ­ვაწ­ვდი­ან.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვი­ჩა წელს ვერ ითა­მა­შებს. calciomercato-ს მტკი­ცე­ბით, “კვა­რას” მი­ნი­მუმ ერთი თვე უქ­მო­ბა და ხუთი შეხ­ვედ­რის გა­მო­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს.

შე­გახ­სე­ნებთ, რო­მა­უ­ლი გუნ­დის მცვე­ლე­ბი მას და­უნ­დობ­ლად ეუ­ხე­შე­ბოდ­ნენ, რაც მსაჯ­მა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა. კვა­რა­ცხე­ლია იმ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მა­ინც ყვე­ლა­ზე მე­ტად აკ­რი­ტი­კე­ბენ.