ვინც ჩემმა ძმამ გაგასამართლათ, ჩემი დიდი ტკივილი ხართ და პატიებას გთხოვთ! იცოდეთ, ბევრი ვიბრძოლე” – მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და

მოსამართლე მა­ნუ­ჩარ ცა­ცუ­ას და, ელე­ნე პა­ტი­ე­ბას სთხოვს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მის­მა ძმამ გა­ა­სა­მარ­თლა. რო­გორც ელე­ნე წერს, მან ბევ­რი იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ მის ძმას ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ე­ღო.

“დღეს გა­უ­საძ­ლი­სია იმის ყუ­რე­ბა, როცა შენ ერთ მხა­რეს ხარ, შენი ძმა მე­ო­რე მხა­რეს! ასე დაყო და და­ა­ნა­კუ­წა რე­ჟიმ­მა “ოჯა­ხის სიწ­მინ­დე!”

მე და­დუ­მე­ბუ­ლი ვარ იმ ფაქ­ტით რაც ხდე­ბა, ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბა უკვე შე­წი­რუ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის გამო და ფაქ­ტობ­რი­ვად ვარ უმ­ძი­მეს სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში! ამი­ტომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას, ვინც ჩემ­მა ძმამ გა­გა­სა­მარ­თლათ, ჩემი დიდი ტკი­ვი­ლი ხართ და პა­ტი­ე­ბას გთხოვთ!

ეს არაა გა­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ იცო­დეთ ბევ­რი ვიბ­რძო­ლე იმის­თვის, რომ ეს შე­დე­გი არ დამ­დგა­რი­ყო!

მად­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, ჩემს სტუ­დენ­ტებს, რომ იბ­რძვით სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ხართ თავ­გან­წი­რუ­ლე­ბი და გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი! ჩვენ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, რომ ბო­რო­ტე­ბის მხა­რე­ზე მდგო­მი, გზა­აბ­ნე­უ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც და­ვიხ­სნათ სამ­შობ­ლოს­თან ერ­თად, ისი­ნი, ვინც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს, მაგ­რამ სის­ტე­მამ წაგ­ვარ­თვა”, – წერს ელე­ნე ცა­ცუა.სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.