სავსეა სოცმედია გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტების მიმართ ზიზღით… მაგდებურგის სკოლებში დიდ დაპირისპირებას ვარაუდობენ” – რას ჰყვება მაგდებურგში მცხოვრები ქართველი უმძიმეს ღამეზე

გუშინ გერ­მა­ნი­ა­ში სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე ტრა­გე­დია მოხ­და. BMW-ს ფირ­მის ავ­ტო­მან­ქა­ნა ხალ­ხის მა­სა­ში შე­იჭ­რა, შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 200-მდე და­შავ­და. ინ­ცი­დენ­ტი ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გში მოხ­და, სა­დაც მძღო­ლი პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

  • მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ ეს შე­საძ­ლოა გან­ზრახ ქმე­დე­ბა იყოს. ად­გილ­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ქა­ლაქ­ში ჩა­ვიდ­ნენ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი ოლაფ შოლ­ცი და შს მი­ნის­ტრი ნენ­სი ფე­ზე­რი.

შემ­თხვე­ვის სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე, 50 წლის ტა­ლებ ალ-აბ­დულ­მოჰ­სე­ნი, ფსი­ქი­ატ­რია სა­უ­დის არა­ბე­თი­დან. ის 2006 წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კის კრი­ტი­კით. ის AfD (Alternative für Deutschland) გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. პარ­ტია 2013 წელს და­არ­სდა და თავ­და­პირ­ვე­ლად მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ევ­რო­ზო­ნის კრი­ტი­კა­ზე ჰქონ­და. თუმ­ცა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გია გა­და­ერ­თო მიგ­რა­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

AfD ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი მკაც­რი იმიგ­რა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კით, ის­ლა­მის კრი­ტი­კით და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ სკეპ­ტი­ციზ­მით. პარ­ტია ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე და პო­პუ­ლის­ტურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან ასო­ცი­რე­ბის გამო. მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ძი­რი­თა­დად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, გერ­მა­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის დაც­ვის და ევ­როს­კეპ­ტი­ციზ­მის გამო მხარს უჭე­რენ.

.

AfD გერ­მა­ნი­ა­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მე­სა­მე ყვე­ლა­ზე დიდი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლაა და აქვს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა რო­გორც ბუნ­დეს­ტაგ­ში (პარ­ლა­მენ­ტში), ასე­ვე რე­გი­ო­ნულ პარ­ლა­მენ­ტებ­ში.

  • ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი-ჰერ­მან 13 წე­ლია, რაც გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ მაგ­დე­ბურ­გში ცხოვ­რობს. იმ დღეს ოჯახ­თან ერ­თად სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი მომ­ხდა­რი­დან 20 წუ­თით ადრე და­ტო­ვა. სახ­ლში მი­სულ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ი­გო ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ

– 13 წე­ლია, მაგ­დე­ბურ­გში ვცხოვ­რობ, ქმარ-შვილ­თან ერ­თად. აქ ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ამა­ვე ქა­ლაქ­ში დავ­რჩით სა­ცხოვ­რებ­ლად. ყო­ვე­ლი წლის, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, მაგ­დე­ბურ­გში იხ­სნე­ბა სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა, რა­საც თით­ქმის მთე­ლი წელი ელო­დე­ბა ხალ­ხი.

გერ­მა­ნე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს შო­ბის დღე­სას­წა­ულს და წი­ნა­სა­შო­ბაო მზა­დე­ბას. “ჯა­დოს­ნურ დე­კემ­ბერს” ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით ხოლ­მე. სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბა, რო­მე­ლიც, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, ყო­ველ­თვის სავ­სეა ხალ­ხით, მით უმე­ტეს – ბავ­შვე­ბით. გუ­შინ ჩვენ­თან არ­და­დე­გე­ბი, ბევ­რის­თვის კი – შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დი და­ი­წყო. ჩვენც გა­ვე­დით სა­სე­ირ­ნოდ. რო­გორც კი სახ­ლში მო­ვე­დით და ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე, ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი შე­ვი­ტყვე, 20 წუ­თით ავ­ცდი ამ ტრა­გე­დი­ას.

– ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი?

– ერთი სა­ა­თის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და 200-მდე ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი, 5 – გარ­დაც­ვლი­ლი, მათ შო­რის, ერთი პა­ტა­რა ბავ­შვია. გა­ირ­კვა, რომ დამ­ნა­შა­ვე 2006 წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი, 50 წლის კა­ცია, სა­უ­დის არა­ბე­თი­დან. ის მაგ­დე­ბურ­გის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მად.

უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ის ან­ტი­ის­ლა­მურ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და პარ­ტია AfD-ს აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. ამავდრო­უ­ლად, ემიგ­რან­ტებს, ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბო­და. გარ­და იმი­სა, რომ ასე­თი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია მოხ­და, პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც, დიდი დატ­ვირ­თვა აქვს ამ ფაქტს. ისე­დაც, ბოლო დროს, გერ­მა­ნი­ა­ში ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი ღია აგ­რე­სი­ის ფონ­ზე, ასე­თი რამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, პარ­ტია AfD-ს წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

სავსეა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის მი­მართ ზი­ზღით. ადრე თუ არა­ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, შე­უმ­დგა­რი ემიგ­რან­ტე­ბი ჩა­დი­ოდ­ნენ და­ნა­შა­ულს, ახლა, წარ­მა­ტე­ბულ­მა ემიგ­რან­ტმა ჩა­ი­დი­ნა. თან 2014-ში, ლტოლ­ვი­ლე­ბის ნა­კად­თან ერ­თად კი არა, ძა­ლი­ან დიდი ხნის წინა ჩა­მო­სუ­ლი.

ეს გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­ე­ლის მი­მართ, ზი­ზღს შე­უ­წყობს ხელს და ეს ტენ­დენ­ცია, ამ ამ­ბი­დან, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გას­ვლის შემ­დე­გაც კი საგ­რძნო­ბია, სამ­წუ­ხა­როდ.

– ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ქა­ლაქ­ში, პა­ნი­კა თუ იგ­რძნო­ბა?

– პა­ნი­კა არის, კი. ყვე­ლას ეში­ნია, სახ­ლი­დან გას­ვლის, თუმ­ცა გაფრ­თხი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლა. დღეს ოლაფ შოლ­ცი ჩა­მო­ვი­და, რომ­ლის მი­მარ­თაც, ასე­ვე გამ­ძაფ­რდა ზი­ზღი და და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ მო­ი­აზ­რე­ბენ.

– რო­გო­რი ქა­ლა­ქია მაგ­დე­ბურ­გი, ადრე თუ ყო­ფი­ლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა?

– უმ­შვი­დე­სი ქა­ლა­ქია და მსგავს რა­მეს, აქ, არა­ვინ ელო­და. ზუს­ტად 8 წლის წინ, 19 დე­კემ­ბერს, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა მოხ­და ბერ­ლინ­ში. იქ მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და მა­შინ­დე­ლი ბექგ­რა­უნ­დი, ის­ლა­მის­ტუ­რი იყო. ზუს­ტად 8 წლის შემ­დეგ, იმა­ვეს გან­მე­ო­რე­ბა, ოღონდ ამ­ჯე­რად კა­ცის­გან, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ის­ლა­მი­ზი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია და ბევრ კი­თხვას ბა­დებს.

ხალ­ხი, ძა­ლი­ა­ნაა შე­ში­ნე­ბუ­ლი და ჩემი შვი­ლე­ბის კლა­სე­ლე­ბის მშობ­ლე­ბიც იმას ფიქ­რო­ბენ, რო­გორ მი­ვა­წო­დოთ ეს ამ­ბა­ვი ბავ­შვებს ისე, რომ ზი­ზღი და შიში, უა­რე­სად არ გაღ­ვივ­დეს, მით უმე­ტეს – ბავ­შვებ­ში. უამ­რა­ვი ემიგ­რან­ტი ბავ­შვია მაგ­დე­ბურ­გის სკო­ლებ­ში და დიდ და­პი­რის­პი­რე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ, არამ­ხო­ლოდ ზრდას­რუ­ლებ­თან, არა­მედ გერ­მა­ნელ და არა­გერ­მა­ნელ ბავ­შვებს შო­რის.

.

AfD, ორ­შა­ბათს, დიდ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გეგ­მავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ­მა მხარ­დამ­ჭერ­მა ჩა­ი­დი­ნა ეს. ემიგ­რან­ტე­ბის­გან გერ­მა­ნე­ლე­ბის “დაც­ვას”, უფრო აქ­ტი­უ­რად აპი­რე­ბენ. თან, თე­ბერ­ვალ­ში არ­ჩევ­ნე­ბია და ვინც მათ არ უჭერ­და მხარს, ამ ამ­ბის მერე, ისი­ნიც მათ მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ.

წელს მაგ­დე­ბურ­გის ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და მიგ­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად ამირ­ჩი­ეს და ეს ფონი ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა­საც, მიგ­რან­ტე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში