როგორ მოვამზადოთ ნამდვილი საშობაო ტრადიციული ინგლისური კექსი ჩირით და თხილეულით

ეს რეცეპტი ღვთაებრივი და მშვენიერია, ისევე როგორც თავად დღესასწაულის განწყობა! თხილით და ჩირით სავსე საოცარი კექსი, ძალიან სურნელოვანი და ლამაზი, ამავდროულად უჩვეულო და განსხვავებულია. გამოაცხვეთ ეს კექსი შობამდე 3-5 დღით ადრე, რათა გემოები კარგად გაუჯდეს. მისი გემოს დიაპაზონი ვლინდება მხოლოდ ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ.

მზადების პროცესი იწყება 1 კვირით ადრე, ჩირის რომში ჩაყრით, სულ მცირე 3-5 დღით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ცხობა. რაც მეტი სახეობის ჩირი გექნებათ, მით უფრო საინტერესო და ფერადი გამოვა კექსი! ეს ჯადოსნური კექსი შეავსებს თქვენს სახლს არაჩვეულებრივი არომატებით და შექმნის უნიკალურ ატმოსფეროს შობის დრესასწაულზე.

შემადგენლობა:

  • ჩირი – 650 გ. (გარგარი, ქლიავი, ქიშმიში, ხმელი მოცვი, ალუბალი და სხვ.)
  • თხილი – 150 გ. (თხილი, ნუში, კეშიუ)
  • ფქვილი – 250 გ.
  • ყავისფერი შაქარი – 250 გ.
  • კარაქი – 250 გ.
  • კვერცხი – 4 ც.
  • თაფლი – 1 ს.კ.
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩ.კ.
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • სანელებლები:
  • ჯანჯაფილი -1 ჩ/კ
  • დარიჩინი – 1/2 ჩ.კ
  • მუსკატის კაკალი, მიხაკი, მარილი ⁃ თითო მწიკვი

საფეხურები:

ჩირს გადაუწურეთ შეუწოველი რომი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად (ძალიან არ დაკეპოთ). თხილსაც უფრო დიდად ჭრით. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაუმატეთ თაფლი, კვერცხები სათითაოდ, ყოველ ჯერზე ურიეთ. გაცერით ფქვილი, დაამატეთ სანელებლები, გამაფხვიერებელი. ცომს დაუმატეთ ჩირი, ფორთოხლის ცედრა, თხილი. ყველაფერს კარგად ურევთ. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და შეავსეთ ცომით.

შედგით 140°-მდე გახურებულ ღუმელში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 130 °-მდე და გამოაცხვეთ კიდევ ერთი საათის განმავლობაში. ზემოდან, გამოცხობის მეორე ნახევარში გადააფარეთ ფოლგა. გამოცხობის შემდეგ ნამცხვარი მთლიანად უნდა გაცივდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. კექსი შეფუთეთ ალკოჰოლში დასველებულ მარილში, შემდეგ პერგამენტში და ფოლგაში.

კექსი შეინახეთ ბნელ ადგილას! თუ მარლა გაშრება, დაატენიანეთ ალკოჰოლით და კვლავ შეინახეთ. დაყოვნების დროს მთელი ალკოჰოლი აორთქლდება და დატოვებს მხოლოდ სასიამოვნო არომატულ ნოტს. ამ კექსის გემო და არომატი უბრალოდ ღვთაებრივია! დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე გააფორმეთ.

rogor-1672820469.jpg
rogor-1672820483.png