საახალწლო სუფრა სალათების გარეშე წარმოუდგენელია. ტრადიციული ქართული საცივის გვერდით ყოველთვის შეხვდებით სალათებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში შემოვიდა და დამკვიდრდა ჩვენს გასტრონომიაში. ამ სალათებიდან ყველაზე პოპულარულია ოლივიე და ვინეგრეტი, თუმცა ისინი ბევრს სულაც ერთი და იგივე ჰგონია.
უნდა გითხრათ, რომ ოლივიე და ვინეგრეტი ნამდვილად სხვადასხვა სალათას ჰქვია.
ოლივიე მოხარშული კარტოფილით, სტაფილოთი, კვერცხით, ბარდითა და მოხარშული ბარდით მზადდება, ეს ყველაფერი მაიონეზით ზავდება და თეფშზე სერვირდება. ოლივიეს კლასიკურ რეცეპტში ძეხვიც აქვს დამატებული. ვინეგრეტის მთავარი ინგრედიენტი კი მოხარშული ჭარხალია და ზეთით ზავდება
მარტივად რომ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ოლივიე და ვინეგრეტი, დავიმახსოვროთ: ვინეგრეტი – ჭარხლით და ზეთით, ოლივიე – ჭარხლის გარეშე (და შესაძლებელია ძეხვით) და მაიონეზით. ყოველ შემთხვევაში, ასეა ბოლო ათეული წლების განმავლობაში, მაგრამ ბევრად უფრო ადრე ორივე სახელი ოდნავ სხვა რამეს აღნიშნავდა.