სტეფანე მღებრიშვილი გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სტეფანე იხსენებს თავის კონცერტს, რომელსაც გიორგი დაესწრო, შემდეგ კი ჟურნალისტმა მოულოდნელად სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ბოლოს საკუთარ კონცერტზე ვნახე, თითქოს ენერგია არ ჰქონდა. გვიან დაიწყო კონცერტი და რომ უსმენდა, თან ვხვდებოდი რომ მოსწონდა, მაგრამ ჯებირებზე იყო ჩამოყუდებული და ისე უსმენდა მშვიდად. ბოლომდე ვეღარ დარჩა და ცოტა მეწყინა რომ არ იყო ბოლომდე, დილით ეს პოსტი დამხვდა..
პირველად სადღაც 1996-1997 წელს გავიცანი, მაშინ რადიოში მუშაობდა და მაგ დროიდან სულ
კარგი ურთიერთობა გვქონდა.
არ არის ადამიანი, ვინც იცნობს და ლაფერა არ უყვარს.
მშვიდობით, მეგობარო. ოქროს ადამიანო. შენ ბევრი სიყვარული გაქვს ჩვენგან,“ – წერს სტეფანე მღებრიშვილი.
„ფანიკო სუპერ გოგოა. ძალიან გაიზარდა და უკვე ზუსტად იცის რას და რატომ აკეთებს. სასწაული ენერგია მოაქვს სცენიდან.
სხვა ყველაფერი-როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე. ფორმაში ხართ ბიჭები
ახალ წელსაც ვნახავ და იმას მერე გეტყვი,“ – უწერდა გიორგი ლაფერაშვილი სტეფანეს.