კიტრის მწნილი

ინგრედიენტები

ერთლიტრიანი ქილისთვის – 6-7 ცალი კიტრისტაფილო – 1 ცალინიორი – 4 კბილიხახვიპომიდორი – 2-3 ცალი პატარა ზომისდაფნის ფოთოლიხმელი კამის ტოტიპილპილის მარცვლებიძმარი – 20 მილილიტრიშაქარი – 1 სუფრის კოვზიმარილი – 1,5 სუფრის კოვზი

მომზადების წესები:
გავრეცხოთ კიტრი, მოვაჭრათ თავი და ბოლო და ჩავალაგოთ ქილაში. ლამაზი ქილა რომ გამოგვივიდეს, გვერდებზე ჩავაყოლოთ სტაფილო, ხახვის რგოლები, კამა, პილპილის მარცვლები, ნიორი, პომიდორი, დაფნის ფოთოლი. ბოლოს დავაყაროთ შაქარი, მარილი და დავასხათ ძმარი.

შევავსოთ წყლით პირამდე, დავახუროთ ხუფი და ჩავდგათ მაღალ ქვაბში. დავასხათ იმდენი წყალი, რომ ქილა დაიფაროს პირამდე. ადუღებიდან გავაჩეროთ 5 წუთი და დავასტერილოთ.

დავდოთ ამობრუნებული და გადავაფაროთ ტილო. რომ შეგრილდება, გადავიტანოთ ბნელ და გრილ ოთახში. გამოდის ხრამუნა და ძალიან გემრიელი.

ნუ დაიზარებთ სტაფილოს და რამდენიმე პომიდვრის ჩამატებას, იმიტომ რომ საოცარ არომატს აძლევს.