იცოდით, რატომ აქვთ ღვინის ბოთლებს შეზნექილი ძირი სინამდვილეში?

ალბათ ყველას გაგჩენიათ შეკითხვა, თუ რატომ გამოიყურება ღვინის სტანდარტული ბოთლი ლიმონათის ან მინერალური წყლის ბოთლებისგან განსხვავებულად და რატომ აქვს მას შიგნით შეზნექილი ძირი.

არ არის გასაკვირი, რომ ღვინის ბოთლის ძირის შეზნექვა საფრანგეთიდან მოდის. ამას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა.

wine-bottles-punt-1718084503.jpg

თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ არსებობს რამდენიმე გავრცელებული “თეორია” იმის შესახებ, თუ რატომ არის ღვინის ბოთლის ძირი შიგნით შეზნექილი. ზოგს მიაჩნია, რომ ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ღვინო უკეთ ჩამოისხას და ხელის წასავლებად შეზნექილი ფორმა რადგან მარტივია, შესაბამისად მარტივია ასევე აქედან ღვინის ჩამოსხმაც.

ზოგს ჰგონია, რომ ეს ერთგვარი ხრიკია, რათა შედარებით მცირე რაოდენობის ღვინო “გაბევრდეს” და მყიდველს ეგონოს, რომ იმაზე მეტი ღვინო შეიძინა, ვიდრე ამას რეალურად ჰქონდა ადგილი. მაგრამ ყველა მსგავსი “თეორია” მოკლებულია სიმართლის ყოველგვარ ნიშანწყალს და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ ვარაუდებს წარმოადგენს.