ქათამი ნივრის და ლიმნის სოუსში

ეს კერძი იდეალური გამოსავალი, როცა ელოდებით სტუმრებს და ბევრი დრო არ გაქვთ. ქათმის ხორცი გამოდის უნაზესი და უგემრიელესი ხოლო კერძის მოსამზადებლად არც ბევრი პროდუქტი და არც ბევრი დრო იხარჯება

დაგვჭრდება:

8-10 ნაჭეერი რბილი უძვლო ქათმის ხორცი (მკერდი ან ბარკლის გადანახსენი)

3 კბილი ნიორი

1 ლიმნის ცედრა და წვენი

1 ჩ.კ. ბეგქონდარა

200 მლ ქათმის ბულიონი

მარილი, შავი და თეთრი წიწაკა

30 გრ კარაქი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

200 მლ ნაღები

50 გრ პარმეზანი

ქათმის ნაჭრები გავასუფთავოთ, მოვაჭოროთ ძვლები, კანი არ გავაცალოთ. გავამშღალოთ და მოვაყაროთ მარილი და წიწაკები.

შებვრაწოთ 5-7 წუთი ორივე მხრიდან გახურებულ ზეთიან ტაფაზე. შეწვის დროს დავამატოთ კარაქი.

ნაღები და ბულიონი ჩავასხათ ერთ ჯამში, დავუმატოთ დაჭყლეტილი ან დაჭრილი ნიორი, ლიმნის ცედრა, წვენი, ბეგქონდარა, გემოვნებით მარილი და წიწაკა. სოუსს კარგად მოვურიოთ.

ქათამი გადავდოთ ცეცხლგამძლე ჭირჭელში, მოვასხათ ჩვენი სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20-25 წუთით.

გემრიელად მიირთვით!