იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებით და პოლიციელი სახეში ურტყამს… კადრებს არ მაჩვენებდნენ” – რა არის ცნობილი ახალგაზრდას მდგომარეობაზე

ამ დრო­ის­თვის თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 107-ია. ისი­ნი იზო­ლა­ტო­რებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

სპეც­რაზ­მის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი დრო­დად­რო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა. ერთ-ერთი ასე­თი კად­რი დღეს გამ­თე­ნი­ი­სას გა­და­ი­ღო “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” წევ­რმა თე­ო­ნა ჭა­ლი­ძემ.

ვი­დე­ო­ში ჩანს ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც წაქ­ცე­უ­ლია, აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხე­ზე და სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას უს­წორ­დე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რად.

ნუ ურტყამთ, გა­მო­ი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო!” – ის­მის ჭა­ლი­ძის ხმა ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია.

ბიჭი, რო­მე­ლიც კად­რებ­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი 23 წლის ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლია. მისი მშობ­ლე­ბი დიღ­მის იზო­ლა­ტორ­თან გამ­თე­ნი­ას მი­ვიდ­ნენ.

“ქუ­ჩა­ში რომ აგ­დია, დიდი თმე­ბი­თა და ულ­ვა­შით შვი­ლი და დაგ­დე­ბულს რომ შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ხე­ში წიხლს ურტყამს, იმ ბი­ჭის დედა ვარ, ახლა ვნა­ხე კად­რე­ბი, არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ, მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ“, – ამ­ბობს ელე­ნე ჯან­ჯა­ლია “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” სა­უბ­რი­სას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. მას ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი. ეტყო­ბა სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბის კვა­ლი სა­ხე­ზე და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ტან­ზე.

“დი­ლით და­ახ­ლო­ე­ბით 5 სა­ა­თის­თვის შე­მოყ­ვა­ნი­ლი იქნა, 23 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცხვი­რის ძვლე­ბის ფრაგ­მენ­ტუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა. მოხ­და თა­ბა­ში­რის ნახ­ვე­ვით და ცხვირ­ში ტამ­პო­ნა­ჟით მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის ფიქ­სა­ცია. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არის ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ექ­სკო­რი­ა­ცი­ე­ბი რბილ ქსო­ვი­ლებ­ზე, კან­ქვე­შა სის­ხლ ნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხის არე­ში. ამ წუ­თას მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, დარ­ჩე­ბა ორ­შა­ბა­თამ­დე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. უნდა მოხ­დეს 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ბა­ში­რის და­ტო­ვე­ბა, შემ­დგომ ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი გა­და­წყვეტს მის მდგო­მა­რე­ო­ბას”, – ამ­ბობს ექი­მი.