რეცეპტი: ნათია თენაძე
ინგრედიენტები
- კვერცხი – 2 ც
- შაქარი – 1 ჭ
- მაწონი – 1 ჭიქა
- ფქვილი – 1 ჭიქა
- ზეთი – 40 მლ
- სოდა – 0.5 ჩკ
- კაკაო – 2 სკ
- გამაფხვიერებელი – 10 გ
- კვერცხი – 2 ც
- შაქარი – 250 გ
- რძე – 200 მლ
- კარაქი – 300 გ
- ვანილი
- მომზადების წესი
- ბისკვიტი:
- კვერცხი, შაქარი და მარილი (დანის წვერით) ავთქვიფოთ 1-2 წთ ხელის სათქვეფით, დავუმატოთ მაწონი (ან კეფირი), სოდა, ზეთი, კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი. ავურიოთ კარგად. დავასხათ ქაღალდდაფენილ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170-180 გრდუსზე, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
- კრემი:
- ქვაბში ავთქვითოთ კვერცხი ხელის სათქვეფით, პორციებად დავასხათ რძე, გავხადოთ ერთიანი მასა და შემდეგ გავწუროთ საწურზე, დავამატოთ შაქარი, მოვურიოთ და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ 1-2 წთ. გადმოვიღოთ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. ასევე კარაქიც უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. 5 წთ დავამუშაოთ კარაქი და შევურიოთ პორციებად მოხარშული რძის ნაზავი, რომელიც უნდა იყოს ბლანტი მასა. ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
- დავკრემოთ ნამცხვარი და გავაფორმოთ სურვილისამებრ. ეს კრემი 2 დიდ ბისკვიტს ყოფნის თავისუფლად და გამოდის საკმაოდ ნორმალური სიმაღლის. მიირთვით გემრიელად!
- * შეგიძლიათ მოამზადოთ სამ- ან ოთხფენიანი ნამცხვარი. ფორმის ზომა 32/28 . შეგიძლიათ მოამზადოთ 1 ბისკვიტი 24 ან 26 დმ ფორმის საცხობ ფორმაში, გაჭრათ შუაზე და დაკრემოთ.
- ჭიქა – 200-გრამიანი