დამსკდარი ტუჩები, ჩაცვენილი თვალები, ვერავინ მიხვდებით, ბავშვმა რა ტანჯვა გადაიტანა” – ქალს, რომელმაც 1 წლის შვილი ათი დღით მარტო დატოვა და შეყვარებულთან ერთად წავიდა, განაჩენი გამოუტანეს

https://ad.a-ads.com/2205043?size=320×50

ამე­რი­კელ ქალს, რო­მელ­მაც წლი­ნა­ხევ­რის შვი­ლი 10 დღით მარ­ტო და­ტო­ვა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

  • სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დამ­ნა­შა­ვის მშობ­ლებ­მა მო­სა­მარ­თლეს პა­ტი­ე­ბა სთხო­ვეს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თლომ ეს არ გა­ით­ვა­ლი­სიწ­ნა და გა­ნა­ჩე­ნი მძი­მე აღ­მოჩ­ნდა – სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე.

შემ­თხვე­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოხ­და. 31 წლის კრის­ტელ კან­დე­ლა­რიო გა­სულ ზა­ფხულს სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვი­და მზი­ან პუ­ერ­ტო რი­კო­ში. 16 თვის ბავ­შვი კი სახ­ლში, მა­ნეჟ­ში ჩას­ვა და რამ­დე­ნი­მე ბოთ­ლი რძე და­უ­ტო­ვა.

ამის შემ­დეგ კარი გა­ი­ხუ­რა და შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად შვე­ბუ­ლე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად წა­ვი­და – სა­ნა­პი­რო­ზე სე­ირ­ნობ­და და დროს მხი­ა­რუ­ლად ატა­რებ­და. ამ დროს ბავ­შვი ასო­ბით კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით ტი­რო­და და წყურ­ვი­ლის­გან იტან­ჯე­ბო­და. წლი­ნა­ხევ­რის გო­გო­ნას არც წყა­ლი ჰქონ­და, არც საჭ­მე­ლი, არც ერთი სუ­ლი­ე­რი არ ჰყავ­და სი­ახ­ლო­ვეს.

  • “მი­ტო­ვე­ბის გან­ცდა. შიმ­ში­ლი­სა და უკი­დუ­რე­სი წყურ­ვი­ლით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი – ეს არის ტან­ჯვის ტიპი, რო­მელ­საც ვფიქ­რობ, ვერც ერთი ჩვენ­გა­ნი ვერ გა­ი­გებს ბო­ლომ­დე, ჩვენ ვერ გა­ვი­გებთ, რა გა­ნი­ცა­და გო­გო­ნამ“, – ამის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტმა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ დე­დას ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. უც­ნო­ბია, მას­ში დე­დობ­რივ­მა გრძნო­ბებ­მა გა­იღ­ვი­ძა, თუ დას­ჯის შე­ე­შინ­და, კრის­ტე­ლი პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და და სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა. ექი­მე­ბის მოს­ვლამ­დე ქალ­მა გო­გო­ნას სუფ­თა ტან­საც­მე­ლი ჩა­აც­ვა, მაგ­რამ ამით ვერ და­მა­ლა ბავ­შვის მიერ გან­ცდი­ლი სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვის კვა­ლი. გო­გო­ნა ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი იყო, ტუ­ჩე­ბი წყურ­ვი­ლის­გან დამსკდა­რი ჰქონ­და. სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი ნა­ნა­ხით შოკ­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ბავ­შვს ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს.

  • უმ­კაც­რე­სი გა­ნა­ჩე­ნი 
  • სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს კან­დე­ლა­რი­ოს მშობ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, რომ მათ ქა­ლიშ­ვილს ლმო­ბი­ე­რად მო­პყრო­ბოდ­ნენ, რად­გან მას ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მათი თქმით, ბოლო დროს ის ღრმა დეპ­რე­სი­ა­ში იყო, რის გა­მოც ვერ იღებ­და ადეკ­ვა­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და სა­კუ­თარ ქმე­დე­ბებს. მაგ­რამ ამან არ იმოქ­მე­და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.
  • ცნო­ბი­ლია, რომ ინ­ცი­დენ­ტამ­დე ცოტა ხნით ადრე ქალ­მა ბავ­შვი 2 დღით და­ტო­ვა მარ­ტო.“დე­და­სა და შვილს შო­რის კავ­ში­რი ყვე­ლა­ზე სუფ­თა და წმინ­დაა. ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც აგე­ბუ­ლია სიყ­ვა­რულ­ზე, ნდო­ბა­ზე და ურ­ყევ დაც­ვა­ზე. ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა არის ღა­ლა­ტი”, – თქვა მო­სა­მარ­თლემ.
  • კან­დე­ლა­რი­ოს მი­ე­სა­ჯა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა პი­რო­ბი­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­რე­შე. მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში მსჯავ­რდე­ბულ­მა ქალ­მა აღი­ა­რა, რომ ინა­ნი­ებს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­დღე ილო­ცებს ბავ­შვის სუ­ლის მო­სას­ვე­ნებ­ლად.